მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლით და ბრინჯაოთი დავასრულეთ

მსოფლიო ჩემპიონატი ოქროს გარეშე დავასრულეთ

უნგრეთში 23 წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის ბოლო დღეს გიორგი მელიამ 97 კგ წონით კატეგორიაში ფინალში იჭიდავა და სამწუხაროდ დამარცხდა. ქართველმა მოჭიდავემ გადამწყვეტი ბრძოლა ფინელ მარტინ სავოლაინენთან 3:5 დათმო. აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა მანამდე ინდოელი რავი რავი 8:0 დაამარცხა, შემდეგ ყირგიზ უზურ დუჟუბეკოვს მოუგო 7:3, ნახევარფინალში კი ბელორუსი დმიტრი კამინსკი 5:1 დაამარცხა.

 

დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის 82 კგ წონით კატეგორიაში აივენგო რიკაძემ უნგრელი ტამაშ ლევაი 4:2 დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა. 

 

შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს სამი ფინალისტი გვყავდა, თუმცა ოქროს ვერ შევწვდით. ვერცხლის მედლები გურამ ხეცურიანმა, ლევან ქავჟარაძემ და ზვიად პატარიძემ აიღეს. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა ფინალში ტრავმის გამო ვერ იჭიდავა. 

 

საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში 121 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა, პირველობა კი ირანის ნაკრებმა არავის დაუთმო. ირანელებმა 122 ქულა მოიპოვეს.