კაპიტანი მოწოდების სიმაღლეზეა

გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებში გადაწყდა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ შინ მადრიდის რეალთან ბოლო წამებზე 89:91 წააგო. ბასკების ქართველმა კაპიტანმა გუნდს 20 ქულა მოუტანა, 7-ჯერ მოხსნა ბურთი და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

 

ბასკონია 3 მოგებით და 4 მარცხით მე-9 ადგილზეა, მადრიდის რეალი კი ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო.