ბურჯანაძის გრან კანარიამ ვალენსიას ოვერტაიმში მოუგო

ქართველი კალათბურთელის წარმატებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ვალენსია მისსავე მოედანზე ოვერტაიმში 88:86 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა, 6 ქულა გააკეთა და 5 ბურთი მოხსნა. 7 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში, 18 გუნდიდან შვიდს, 3 მოგება და 4 მარცხი აქვს, მათ შორისაა გრან კანარიაც.