ანორთოსისი არ ჩერდება (ვიდეო)

კაჭარავამ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში, თემურ ქეცბაიას დამოძღვრილმა ანორთოსისმა ნიქოზიის ოლიმპიაკოსი მიიღო და 4:0 დაამარცხა. ერთ-ერთი გოლი ქართველი ფორვარდის ნიკა კაჭარავას ანგარიშზეა. სასიხარულოა, რომ ჩვენებურმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში აიღო მეტოქის კარი. 

 

გიორგი ლორიამ 90 წუთი ითამაშა, ნიკა კაჭარავა ძირითადში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, ბუბა დაუშვილი თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, თორნიკე ოქრიაშვილს კი მცირე ტრავმა აქვს და განაცხადში არ ყოფილა. ამ მომენტისთვის ქართველების გუნდს 17 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია.