რეალური ბითაძე

ინდიანამ საბონისის და ტერნერის გარეშე მოხსნებში 49:43 გადაჯოკრა. 

ინდიანამ ჩიკაგოსთან ბავშვებით და მეორე ხუთეულის წევრებით ითამაშა. და, ინდიანამ დაგლიჯა. გუნდმა ყველაზე წონადი თამაში წამოიღო.

108:95. და პეისერზის პირველი ქულები ზუსტი საშუალოთი გოგა ბითაძემ აიღო. პირველ ტაიმში ჩვენი ბიჭი ყველგან იყო - აკრიფა 9 ქულა, რამდენიმე დაფარება, რამდენიმე კარგი ბლოკი, პატარები დაუცველ დერეფანში რომ შესულიყვნენ.

ბრავო, ბითაძე ასრულებდა.

ინდიანას აკლდა ვიქტორ ოლადიპო. ეს ვიცოდით. ინდიანას აკლდა მაილზ ტერნერი. ესეც ვიცოდით. ინდიანას დააკლდა დომანტას საბონისი. ეს მატჩის დაწყებამდე გავიგეთ.

გოგა სასტარტოში, ლიტველის ადგილზე დადგა. სასტარტო. პირველად. და არა ევროლიგაზე ან - ადრიატიკაზე. NBA!

გოგა 9 ქულაზე გაჩერდა. 4 მოხსნაც, 3 პასიც და უკვე რუტინული დაფარებები. ამჯერად, 4. ბითაძე ამ კომპონენტში ინდიანას ლიდერია. გოგა 6 ფოლით გავარდა და ეს დალაგდება.

ინდიანამ საბონისის და ტერნერის გარეშე მოხსნებში 49:43 გადაჯოკრა.

ინდიანამ შეტევაში აღებული 10 მოხსნა 15 ქულაში გადაიყვანა. კარგი კონვერტაცია.

ინდიანამ 40 ზუსტ სროლაზე 28 შედეგიანი გადაცემა (ამ სეზონის პირადი რეკორდი) გადაანაწილა. ინდიანა იყო გუნდი. გოგასთან ერთად.

თიჯეი ლიფმა 15 მოხსნით (6 - შეტევაში) კარიერის რეკორდი დასვა. მაგარი ბიჭი.

და, გოგამ პირველ ტაიმში აკრიფა. გოგა უკვე რეალურია.

 

დღის მატჩი

ინდიანა - ჩიკაგო 108:95 (24:18, 31:24, 31:32, 22:21).

ინდიანა: უორენი (26), ბროგდონი (22), ლიფი (13, 15 მოხსნა), ლემბი (11).

ჩიკაგო: ლავინი (21), კარტერი (20, 10 მოხსნა).

შემდეგი თამაში: ინდიანა (3:3) შარლოტში.