შოთა არველაძე და ტაიფუნი

თურქული გიოზთეფე მწვრთნელის გარეშეა და უახლოეს სამ დღეში გამოაცხადებენ, თუ ვინ ჩაიბარებს გუნდს. კანდიდატი რამდენიმეა, მაგრამ ფავორიტი ორი: შოთა არველაძე და ტაიფუნ ქორქუთი.

შოთა, როგორც იცით, ტაშკენტის ფახთაქორში მუშაობს და დუბლი შეასრულა, ანუ ჩემპიონიც გახდა და თასიც მიაყოლა. ტაიფუნ ქორქუთს რაც შეეხება, თურქეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველია. იმ ნაკრებში თამაშობდა, რომელიც 2002 წელს მუნდიალზე მესამე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება მწვრთნელობას, რამდენიმე გუნდი გამოიცვალა, მათ შორის, ჰანოვერი, კაიზერსლაუტერნი, ლევერკუზენი და შტუტგარტი.   

 

ვნახოთ, დატოვებს თუ არა არველაძე ფახთაქორს და დაბრუნდება თუ არა თურქეთში, სადაც ფეხბურთელობისას დიდი სახელი დაიგდო (ტრაბზონსფორში). მწვრთნელად კი მუშაობდა ქაისერისფორში, ქასიმფაშასა და სწორედ ტრაბზონსფორში.