ხამეს როდრიგესის ახალი ცხოვრება

რეალის ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა საკუთარ Instagram–ზე დაწერა, რომ შვილი შეეძინა და სამუელი დაარქვა.

„გამარჯობათ, დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენს ოჯახში ახალი ცხოვრება დაიწყო: პატარა სამუელი დაიბადა“.

 

ზოგიერთი წყაროს ცნობით, ბავშვი სუროგატმა დედამ შობა და არა ხამესის მეგობარმა გოგონა შენონ დე ლიმამ. კოლუმბიელს ჰყავდა მეუღლე: ცნობილი მეკარის, დავიდ ოსპინას და. დანიელ ოსპინასა და ხამესს ერთი საერთო შვილი ჰყავთ, სალომე ჰქვია და დედასთან ცხოვრობს. პრესა წერს, რომ ფეხბურთელს სალომე ძალიან ენატრება და ამიტომაც ახლა უკვე სუროგატი დედისგან ჰყავს ბავშვი.