ოთხი ჩვენიანი რუსეთის ჩემპიონია

ქართველები რუსეთის პირველები

რუსული ენისეის მარცხენა ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი, მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, დავით მესხი და დავით კაჭარავა ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ. საკუთრივ ენისეიმ კი რუსეთის ჩემპიონის ტიტული მეათედ დაიმსახურა, მათ შორის ოთხჯერ ზედიზედ.

ფინალურ მატჩში ჩვენების გუნდმა კრასნი იარი დაამარცხა, სადაც კიდევ ერთი ქართველი, შუამარბი დავით ფრუიძე თამაშობს. 

სხვათა შორის, ენისეი, რომელიც 15 ნოემბრიდან ევროპის ჩელენჯ ქაფის გათამაშებაში დაიწყებს მონაწილეობას, მალე კიდევ ორ ჩვენიანს დაიმატებს - მესამეხაზელ ნიკა სუხაშვილსა და კვაჭ რობერტ სუთიძეს.