ლუკას კიდობანი

ლუკა ამ სეზონში - 26.7 ქულა, 10.3 მოხსნა, 9.5 პასი.

დალასმა ევროპიდან მეჯიქ ჯონსონი წამოიყვანა. ლუკა დონჩიჩი განსაკუთრებულია. უფრო მკვლელი თავის ასაკში, ვიდრე - ლებრონი.

ვიცი, ამ სიტყვების შემდეგ ბევრს გაეცინა და ბევრმა სხვა რამეც იფიქრა, მაგრამ დაიმახსოვრეთ - ლუკა შეცვლის ამ თამაშს. ლუკა კალათბურთი იქნება. ევროპამ არვიდას საბონისის, დრაჟენ პეტროვიჩის, დირკ ნოვიცკის, ტონი კუკოჩის და ტონი პარკერი შემდეგ, ამერიკას კიდევ ერთი სოპრანო აჩუქა.

ეს ხმა მალე ბევრს გადაფარავს. ეს ხმა უკვე ბევრს ფარავს.

ლუკამ ზედიზედ მეორე სამმაგი დუბლი დასვა. 29 ქულა, 15 პასი (კარიერის რეკორდის გამეორება) და  14 მოხსნა. კლივლენდთან 131:111 მოგებულ თამაშში.

დონჩიჩი ტრიპლ დაბლებში კარიერით  - 11.

დონჩიჩი წელს ტრიპლ დაბლებით - 3.

ლუკა ხსნის, ლუკამ გამოასწორა სროლა და ლუკა იგებს. ამ დალასით მოგება ცოტა რთულია. და დონჩიჩი აგვარებს.

ლუკა ამ სეზონში - 26.7 ქულა, 10.3 მოხსნა, 9.5 პასი.

გოგას და ლებრონის შემდეგ, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ამ სპორტში.

ჩვენ დონჩიჩის ტალღამ დაგვფარა.