1 მაისის შემდეგ... კასილიასი დაბრუნდა!

იკერ კასილიასმა 1 მაისის შემდეგ პირველად ივარჯიშა. როგორც იცით, ლეგენდარულ ესპანელ მეკარეს პორტუში ვარჯიშისას გულის შეტევა დაემართა და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. 

მაშინ იკერის მოედანზე დაბრუნების შანსი მინიმალური ჩანდა, მითუმეტეს, საუბარი იყო 38 წლის მეკარეზე. მაგრამ ფაქტია, კასილიასმა ივარჯიშა და საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა:

 

6 თვისა და 3 დღის შემდეგ... კასილიასმა თავისი ბუცების ფოტო გამოაქვეყნა.

 

ესპანელმა გამოაცხადა, რომ გაისად მარტში გადაწყვეტს, გააგრძელებს კარიერას თუ ზაფხულში დაასრულებს.