ვინ?

ბაიერნი გაგდებული კოვაჩის შემცვლელს ეძებს

უმწვრთნელოდ დარჩენილ მიუნხენის ბაიერნს დროებით ჰანს ფლიკი თავკაცობს, ვინც აწ უკვე კლუბიდან დათხოვნილი ნიკო კოვაჩის დროს სამწვრთნელო შტაბში იყო...

მოგეხსენებათ, ნიკო კოვაჩი, მისი ძმა რობერტი, კიდევ ერთი ხორვატი თამაშემწე და ფიზმომზადების მწვრთნელი მიუნხენის ბაიერნს გუშინ დაემშვიდობნენ. ფრანკფურტში, აინტრახტთან 1:5 წაგება რეკორდმაისტერისთვის უკვე ზედმეტი და თავმოყვარეობის ამბავი იყო. მიუნხენში დაბრუნებული მწვრთნელი კი სწრაფლ საწვრთნელ ბაზაზე დაიბარეს, პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და ვიცე პრეზიდენტმა კარლ ჰაინც რუმენიგემ ბოლოდროინდელი თამაშები და მასთან ერთად საქმე გაურჩიეს და ბოლოს ერთად-ერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს - კარისკენ მიუთითეს.

მიუნხენელთა უფროსებმა კი იმ წუთიდანვე ახალ ახალ მწვრთნელზე დაიწყეს ფიქრი. გერმანულ პრესაში უკვე დასახელდა სავარაუდო კანიდიდატები: რალფ რანგლიკი, ტენ ჰაგი, მასიმილიანო ალეგრი, არსენ ვენგერი, ჟოზე მოურინიუ... ამათ შორის მასიმილიანო ალეგრი და რალფ რანგლიკი ყოფილან დაწინაურებულნი, თუმც ცხადია, უშანსოდ არც სხვები არიან. ბაირნმა ახალი მწვრთნელის ვინაობა ამ კვირაში უნდა გამოაცხადოს...