რეალი სიტის ბეილს და 80 მილიონს შესთავაზებს

მადრიდელებმა ტრანსფერი დაგეგმეს

რეალი შეტევის გაძლიერებას აპირებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, მადირდელთა სამიზნე რაჰიმ სტერლინგია. დაიწერა, რომ ზიდანის გუნდი მზადაა სიტის ინგლისელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო და გარეთ ბეილი დაუთმოს. ამ თემაზე ქალაქელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

 

აღსანიშნავია, რომ რეალის მესვეურები სტერლინგის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. ისიც ითქვა, რომ ესპანური გრანდი მას საკმაოდ სოლიდურ ხელფასს სთავაზობს.

 

24 წლის შემტევი შესანიშნავ ფორმაშია. ინგლისელმა ამ სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და გუნდს 13 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემით დაეხმარა.