სად წავა ჟოზე?

მოურინიოზე დიდი მოთხოვნაა

მალე 1 წელი გახდება, რაც ჟოზე მოურინიო უკლუბოდაა. პორტუგალიელს რამდენიმე გუნდი იწვევს, თუმცა თავად მოურინიო ახალი სამუშაოს დაწყებას ჯერ არ ჩქარობს.

 

გამოცდილმა სპეციალისტმა შესაძლოა სელტა ჩაიბაროს. მოგეხსენებათ ვიგოელებმა ფრანცისკო ეკრიბა გაათავისუფლეს და ახალი მესაჭის ძიებაში არიან. ესპანელთა მესვეურები მისი შეცვლის ერთერთ მთავარ კანდიდატად სწორედ მოურინიოს განიხილავენ. აქვე გეტყვით, რომ სელტას ლა ლიგაში 9 ქულა აქვს და მე-18 ადგილზეა.

 

როგორც უკვე გითხარით, ჟოზეს საქმე ასარჩევად აქვს. 54 წლის სპეციალისტს სელტას გარდა ჟოზეს სახელი არსენალს და ბაიერნსაც დაუკავშირეს.