5 ნოემბერს ხელბურთში 30-ე ჩემპიონატი დაიწყება

პირველობისთვის 8 გუნდი იბრძოლებს

ხვალ, 5 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხელბურთში საქართველოს რიგით 30-ე ჩემპიონატი დაიწყება. პირველობაში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: BSB ბათუმი, ქუთაისი, წყალტუბო, სამტრედია, გორი, იმედი, სტუ, პეგასი და სპორტუნი აქვე გეტყვით, რომ წინა სეზონში BSB ბათუმმა პირველობა არავის დაუთმო.

 

5-7 ნოემბერს თბილისის გუნდები და გორის ხელბურთელთა გუნდი ოლიმპიურ სასახლეში ითამაშებენ.

 

5 ნოემბერი , სპორტუნი - პეგასი 16:00; გორი  - იმედი სტუ 18:00

 

7 ნოემბერი, გორი - სპორტუნი 15:30; პეგასი - იმედი სტუ 17:30.

 

დასავლეთ საქართველოს გუნდები შეხვედრებს ქუთაისში 11-13 ნოემბერს ჩაატარებენ.

 

11 ნოემბერი, BSB ბათუმი - წყალტუბო 14:00; ქუთაისი - სამტრედია 15:30

 

12 ნოემბერი, სამტრედია - BSB ბათუმი 14:00; ქუთაისი - წყალტუბო 15:30

 

13 ნოემბერი, წყალტუბო - სამტრედია 14:00; BSB ბათუმი - ქუთაისი 15:30.