სიტის ლიდერი გამოაკლდა

გვარდიოლას გუნდს საკადრო პრობლემები აქვს

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში, სადაც სიტიმ საუთჰემპტონი 2:1 დაამარცხა, ქალაქელთა ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ, მცირე კუნთოვანი დაზიანება მიიღო. 33 წლის ფეხბურთელი სავარაუდოდ მომდევნო ორ შეხვედრას გამოტოვებს.  შემდეგ მატჩში გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ატალანტას დაუპირისპირდება, რის მერეც ინგლისის ჩემპიონატში ლივერპულთან შეეცდება 3 ქულის აღებას.

 

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ვარსკვლავი სიტიში ბოლო სეზონს ატარებს.  ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას გამოცდილი ნახევარმცველი.

 

მიმდინარე სეზონში სილვამ 14 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.