იმობილე სერია ა-ში საუკეთესოა

იტალიელმა გოლეადორმა პირველობა არავის დაუთმო

ჩირო იმობილე იტალიის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ცნობა სერია ა-ს პრესსამსახურმა გაავრცელა. ლაციოს თავდამსხმელმა წინა თვეში 4 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და შეიძლება ითქავს, რომ პრიზი დამსახურებულად მოიგო.

 

 

იტალიელ ფორვარდს შესანიშნავი დრო უდგას. 29 წლის გოლეადორმა რომაელთა მაისურით ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ლაციოს, ინძაგის გუნდს სერი ა-ში 21 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.