დამტვრეული VAR-ი

მონაკოს მცველმა ემოციები ვერ მოთოკა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურის შეხვედრა სენტ ეტიენსა და მონაკოს შორის მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. მატჩს დაძაბული დასასრული ჰქონდა - მონაკოელთა მარჯვენა მცველმა, რუბენ აგილარმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო წითელი ბარათი დაიმსახურა, თანაც ისე, რომ მთავარმა მსაჯმა ვიდეოგამეორება არ გამოიყენა.

 

გაბრაზებულმა ფეხბურთელმა საკუთარი აგრესია უცნაურად გამოხატა - სტადიონის დატოვებამდე მან მოედანთან მდებარე VAR-ის მონიტორს ფეხი დაარტყა.

 

აღნიშნული ინციდენტის გამო 26 წლის მცველს სერიოზული სასჯელი ემუქრება, ჯერ კიდევ უცნობია რა სანქციებს მიმართავს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია.