ბარსელონამ ტრავმა ვერ დამალა

ბლაუგრანა სლავიას დანაკლისით უმასპინძლებს

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, ბარსელონა პრაღის სლავიას უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩს კატალონიელები დანაკლისით შეხვდებიან. მარკას ინფორმაციით, ტრავმების გამო გუნდს ლუის სუარესი და სამუელ უმტიტი ვერ დაეხმარებიან. ასევე საეჭვოა უსმან დემბელეს საკითხი, რომელსაც მცირე დაზიანება აქვს. საინტერესოა, რომ ბლაუგრანას მესვეურებს ფრანგის ამბის გახმაურება არ სურდათ, თუმცა ფაქტია დემბელეზე ცნობები გავრცელდა.

 

სათქმელია, რომ ამ სეზონში დემბელე ლაზარეთში ხშირადაა. აგვისტოდან მოყოლებული მსოფლიო ჩემპიონმა ლა ლიგაში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. რაც შეეხება თავად ბარსელონას, ვალვერდეს გუნდს 3 ტურის შემდეგ F ჯგუფში 7 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.