ქართველების უფერული დღე რუსეთში

რუსეთის ჩემპიონატში ოთხმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა

რუსეთის ჩემპიონატში მე-15 ტურის მატჩები გაიმართა. ყაზანის რუბინი, რომლის ღირსებასაც 4 ქართველი ფეხბურთელი იცავს, კრილია სოვეტოვს ესტუმრა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ზუკა დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს, ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე ბოლო 8 წუთი გაატარა, ბექა მიქელთაძე სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ხოლო ნიკოლაი ყიფიანი განაცხადში არ ყოფილა. 

 

ქართული დერბი გაიმართა მოსკოვში, სადაც ჯანო ანანიძის სპარტაკმა გია გრიგალავას არსენალს უმასპინძლა. მატჩი ტულელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ანანიძე 82-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გრიგალავმ თავიდან ბოლომდე ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ჯანო სპარტაკის სასტარტო თერთმეტეულში 6 ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხვდა.