იანისი და დევისი

იანისი ფლეი ოფისთვის ემზადება.

იანის ანტეტოკუმპო ჰალკია. უფრო სწრაფი, ვიდრე ის, საყვარელი, მწვანე პერსონაჟი. და, ალბათ, უფრო დაუნდობელი. იანისის გუნდი ამ სეზონში აღმოსავლეთს მოიგებს.

ენტონი დევისი ლეიკერსში გადასვლამდე უმუღამო ცხოველი იყო. კალიფორნიაში დევისი მიზეზით კლავს და ეს მიზეზი ჩემპიონობაა. დევისი აქ გაიშალა, უფრო ბრძენი გახდა.

იანისი და დევისი ბოლო კვირის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ.

მილუოკის აკლია სტაბილურობა და ეს მოვა. იანისი ჯერ ბევრს ვერ აგდებს და ეს თემაც დალაგდება. საუკეთესო ფორმისგან შორს მყოფი ბერძენი ღმერთი მაინც საუკეთესოა. და, იანისი მხოლოდ მოუმატებს. იანისი მხოლოდ მეტს დალეწავს. ბოლო კვირა მილუოკის ჯოკერმა საშუალოდ 25.3 ქულით, 13.3 მოხსნით, 6.5 შედეგიანი გადაცემით, 2.0 დაფარებით და 1.0 ჩაჭრით აღნიშნა. მაგარი კოლექცია. ძალიან მაგარი. ლიგის მოქმედე MVP.  

დევისიც ბოლომდე არ შესულა სეზონში. სადღაც, ვერ ხსნის. სადღაც, აგვიანებს დაცვაში. სადღაც, საჯარიმოს ვერ აგდებს. ეს დევისი მარტისთვის საუკეთესო კონდიციებს აიღებს და ლეიკერსი ტერმინატორი გახდება. ლებრონ ჯეიმსთან ერთად დევისი კაშალოტია. მძიმე, სისხლიან დასავლეთში დევისს თავისი როლი აქვს. ენტონიმ იცის, რომ ეს არ არის მაქსიმუმი და დევისმა საშუალოდ 32.0 ქულა, 13.0 მოხსნა და 2.7 დაფარება ხია.

იანისი ფლეი ოფისთვის ემზადება.

დევისი აპრილში ყველაფერზე დაიგეშება.

ბიჭები ჯერ იზმორებიან და მალე დაიწყებენ.

ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ, დაიშალეთ.