ესპანური ამბები

და, ესპანეთმა მოიწყინა.

ესპანეთი ხოსე კალდერონის გარეშე დარჩა. პროფესორმა, რომელმაც ნაკრებთან ერთად მსოფლიოს (2006) და ევროპის (2011) ჩემპიონატები მოიგო, კარიერა დახურა. და, ესპანეთმა მოიწყინა.

კალდერონმა 38 წლამდე ითამაშა. კალდერონი ყოველთვის სანდო, სტაბილური, გემოვნებიანი პირველი ნომერი იყო. ხოსემ ლამაზი კარიერა შეკრა. ლეგენდა. ოქროს თაობის გენერალი და პო გასოლის საუკეთესო აკომპანიატოტრი.

კალდერონმა ამერიკული კარიერა 2005-ში, ტორონტოში დაიწყო. სადაც კარიერის ყველაზე მაგარი სეზონები გაატარა. ტორონტოდან დეტროიტში, დალასში, ნიუ იორკში, ლოს ანჯელესში,  ატლანტაში, კლივლენდში,, დეტროიტში. ხოსემ ამერიკას ელეგანტური წლები აჩუქა.

კალდერონი ამაყად მიდის.

14 სეზონი ამერიკაში. საშუალოდ 8.8 ქულა, 5.7 შედეგიანი გადაცემა, 2.7 მოხსნა. კარგი დამცველი და ელეგანტური მსროლელი.

ლიგამ ესპანური ინტელექტი დაკარგა.

ბარსელონა ამ სეზონში ძალიან კარგია. ბარსელონა ევროლიგის ფავორიტებში ზის.

ბარსელონამ 6 კვირით ტერფის ტრავმის გამო ერთ-ერთი კარგი მაღალი - ვიქტორ კლავერი დაკარგა.

ფორვარდი, რომელიც საშუალოდ 5.3 ქულას, 3.2 მოხსნას და 1.0 პასს იღებს. კლავერის გარეშე რთული იქნება.

ბარსელონამ მაინც უნდა გაქაჩოს.