მაკარიძეს ვერ უტანენ

ქართველი მეკარე მოწოდების სიმაღლეზეა

პორტუგალიის ჩემპიონატში გიორგი მაკარიძის ვიტორია სეტუბალმა ბოავიშტა მიიღო და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე მარლომმა საკუთარ კარში გაიტანა. რაც შეეხება მაკარიძეს, იგი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა და გოლი არ გაუშია.

 

ქართველი მეკარე შესანიშნავ სეზონს ატარებს. გიორგიმ პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 10 მატჩი ჩაატარა და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა. ამ მომენტისთვის ვიტორია სეტუბალს ჩემპიონატში 12 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.