მაურო იკარდი: პსჟ-ში დასარჩენად მაქსიმუმს ვაკეთებ

26 წლის გოლეადორი პარიზში კმაყოფილია

წლევანდელი ზაფხულის ერთერთ ყველაზე ხმაურიან ტრანსფერად შეგვიძლია იკარდის ინტერიდან პსჟ-ში გადასვლა მივიჩნიოთ. არგენტინელს რამდენიმე გრანდი ეპატიჟებოდა, თუმცა არჩევანი ფრანგულ გუნდზე შეაჩერა.

 

„ვგრძნობ, რომ მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. ინტერის ნოსტალგია არ მაქვს. პირიქით, პსჟ-ში დასარჩენად მაქსიმუმს ვაკეთებ. დარწმუნებული ვარ ტუხელის გუნდთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევ,“-თქვა სამხრეთ ამერიკელმა.

 

იკარდის მართლაც მშვენიერი დრო უდგას. 26 წლის ფორვარდმა ამ სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.