მჭედლიძე – იძულებითი დასვენება

ლევან მჭედლიძე დაშავებულია. უკანა კუნთი დაიზიანა და მინიმუმ 10 დღე გაუცდება. თბილისის დინამოს ეროვნულ ლიგაში უახლოესი მატჩი 9 ნოემბერს ელის რუსთავთან, მერე კი სანაკრებო შეხვედრებია.

 ელიგის ბოლო ორი ტური კი, შესაბამისად, 24 ნოემბერსა და 1 დეკემბერს გაიმართება. დინამოელებს დილასთან და ვიტ ჯორჯიასთან ექნებათ შეხვედრები.  მჭედლიძის თამაში რუსთაველებთან გამორიცხულია, მერე კი, ვნახოთ: თუ არაფერი გაუმიზეზდა, ბოლო ორ ტურში დაეხმარება გუნდს.

 

ლევანმა ჩემპიონატში ერთი მნიშვნელოვანი გოლი უკვე გაიტანა: ბათუმის დინამოსთან გასვლაზე, ბოლო წუთზე. ის გოლი რომ არა, თბილისელთა საჩემპიონო შანსები დიდი ვერ იქნებოდა.