ბუდუს პროგრესი და დაფასება

ბუდუ ზივზივაძე სეზონში უკვე მესამედ მოხვდა უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში. სულ 11 ტურია გასული და მეზოკოვეშდის ქართველმა ფორვარდმა 5 გოლი გაიტანა. 

გასულ ტურში ჩემპიონ ფერენცვაროშთანაც (1:1) არ დაივიწყა ხელობა: მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა.

 

„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მეზოკოვეშდმა იღბლიანი ტრანსფერი განახორციელა. ზივზივაძემ მორიგი გოლი გაიტანა და ფერენცვაროშის მცველები დაძაბულობაში ჰყავდა“ – წერს უნგრული Nemzetisport–ი.

 

სასიხარულოა ზივზივაძის პროგრესი. საქართველოს ნაკრებს თავდასხმაში კონკურენცია არ აწყენს. ბუდუ აქამდეც მოიაზრებოდა ნაკრების კანდიდატად, ბოლო პერიოდში კი აშკარად მოუმატა. უნგრეთში გადასვლამდე წლეულს ქუთაისის ტორპედოს მაისურით 13 გოლი გაიტანა.