ნეიმარი დაინდეს

ბრაზილიელს წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნეს

საფრანგეთის თასის ფინალში მომხდარი ინციდენტის გამო, ნეიმარს არ დასჯიან. თასის მფლობელთა ფანსა და ფეხბურთელს შორის შელაპარაკება იყო, რა დროსაც ფორვარდმა თავი ვერ შეიკავა და გამარჯვებულთა ქომაგს ხელი ჰკრა.

 

რენის გულშემატკივარმა მეგავარსკვლავს სასამართლოში უჩივლა. როგორც ჩანს ჩივილი უშედეგო გამოდგა და ფეხბურთელი გაამართლეს. 27 წლის ვარსკვლავის მიმართ წერილობით გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.

 

ამ სეზონში ნეიმარმა რამდენიმე მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. აგვისტოდან მოყოლებული ბრაზილიელმა პსჟ-ს მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.