PES–2020: საქართველოს ჩემპიონატი 24 ნოემბრიდან

საქართველოში PES 2020 –ის ჩემპიონატი გაიმართება. ვაკის მედიათეკაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ჩოგოვაძემ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.

PES–2020 მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. ტურნირი 24 ნოემბრიდან საქართველოს ხუთ ქალაქს მოივლის, ფინალური შეხვედრა კი  22 დეკემბერს თბილისში იქნება. ჩემპიონატის გამარჯვებული ორი მოთამაშე კი საქართველოს კიბერ ევრო 2020-ზე წარმოადგენს.

 

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16 წელს გადაცილებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს.

 

PES 2020-ის საქართველოს ჩემპიონატის კალენდარი:

 

ოზურგეთი -  24 ნოემბერი

ბათუმი -  30 ნოემბერი

ზუგდიდი - 7 დეკემბერი

ქუთაისი  - 8 დეკემბერი

რუსთავი - 14 დეკემბერი

თბილისი - 20,21 დეკემბერი

ფინალი - 22 დეკემბერი (თბილის)  

 

მსურველებმა აქ უნდა გაიარონ რეგისტრაცია

 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe0lCZxfHm5FfFNtnuq31zbd80yZeHxmA7FMZmJtF0QB_oC8Q/viewform?fbclid=IwAR3MqBNHscwggBH9c74MFeyvoCcvaZAYS-YgW7kSMkIo8rReeelVVqhf-vY