ჰოლიფილდ უმცროსის დიდებული სტარტი - გამარჯვება 16 წამში! (+ვიდეო)

ლეგენდარული ევან ჰოლიფილდის უნიჭიერესი ვაჟი

ლას-ვეგასში 22 წლის ევან ჰოლიფილდის პირველი პროფესიონალური ბრძოლა გაიმართა. ევანი ლეგენდარული მოკრივის, ევანდერ ჰოლიფილდის ვაჟია, რომელიც ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონია.

 

ამ ბრძოლამდე ევანი მოყვარულებში ასპარეზობდა, სადაც 80-მდე ბრძოლა დაუგროვდა. მცირე ასაკის მიუხედავად, მან უკვე წიგნის დაწერაც კი მოასწრო სახელწოდებით "გამარჯვების 12 რაუნდი ახალგაზრდებისთვის".

 

ლას ვეგასში ევანის მეტოქე ნიკ უინსტედი იყო, რომელიც ჰოლიფილდმა შეხვედრის დებიუტშივე გაანადგურა. ახალგაზრდა მოკრივემ მოწინააღმდეგე მე-16 წამზე დაანოკაუტა.

 

"10 წელია, რაც კრივზე დავდივარ. დროა ახალ ეტაპზე გადავიდე. ბავშვობაში ჩემი თანატოლები ფეხბურთსა და კალათბურთზე ვარჯიშობდნენ, მე კი კრივზე ყოველდღიურად დავდიოდი. ახლა ჩემი გამარჯვების დროა", - ჰოლიფილდ უმცროსმა ეს სიტყვები ბრძოლის შემდეგ თქვა.