კლოპის სიტყვა ბარსასთან „ქამბექამდე“ - რა უთხრა გერმანელმა ფეხბურთელებს?

ის მოვიდა და გვითხრა: „გამარჯობა, ბიჭებო, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს"

სადიო მანემ France Football-თან ინტერვიუში ლივერპულზე, თანაგუნდელებსა და ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონასთან შეხვედრის წინ კლოპის სიტყვაზე ისაუბრა.

 

ქამბექი ბარსელონასთან: კლოპი ზოგჯერ გვაოცებს, გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონასთან განმეორებითი შეხვედრის წინაც ასე იყო. ის მოვიდა და გვითხრა: „გამარჯობა, ბიჭებო, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს - ბარსელონა არის გუნდი, რომელიც შეტევაში თამაშს ცდილობს და ჩვენც ხომ ასეთ კლუბებთან თამაში გვიყვარს?! ნახავთ, ფინალში გავალთ.  ეს საუკეთესო დროა, რათა მოვეშვათ და ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ვითამაშოთ“

 

კლოპის შესახებ:  "საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ის მწვრთნელთან ერთად, ჩვენი გუნდის მამაცაა - გვეშინია და გვიყვარს. ურთიერთობის მხრივ ყველაფერი საუცხოოდაა. მან მოახერხა ისე, რომ არამხოლოდ ფეხბურთში, არამედ ჩემს ცხოვრებაშიც დიდი ადგილი დაიკავა. ის დიდებული პიროვნებაა და როგორც მე, ასევე მთელი გუნდი თვალდახუჭული ვენდობით"

 

ურთიერთობა სალაჰთან: „ის დიდი ფეხბურთელია. ყოველთვის იცის მოედანზე როგორ უნდა მოიქცეს.  მის გვერდით თამაში დიდი პატივია, ვფიქრობ, რომ ერთ საფეხბურთო ენაზე ვსაუბრობთ“