აიაქსი ლონდონში გულშემატკივრების გარეშე ითამაშებს

გუნდი 50 ათასი ევროთიც დაჯარიმდა

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ჩელსი აიაქსს უმასპინძლებს. UEFA-ს გადაწყვეტილებით, ამ შეხვედრას ამსტერდამელთა გულშემატკივრები გამოტოვებენ. ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, ვალენსიაში გასვლითი მატჩის დროს ჰოლანდიელი ფანების ცუდი ყოფაქცევის გამო ამსტერდამული კლუბი დაისაჯა - აიაქსი 50 000 ევროთი დაჯარიმდა, გულშემატკივრებს კი ლონდონში გასამართ შეხვედრაზე დასწრება აეკრძალათ.

 

შეგახსენებთ, რომ H ჯგუფში აიაქსი 6 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზეა ჩელსი, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს, მე-3 ადგილზე 4 ქულით ვალენსია იმყოფება, ხოლო ლილი ჯგუფის აუტსაიდერია 1 ქულით.