მესი: ჩემთვის გუნდური ტიტულები უფრო მნიშვნელოვანია

"ინდივიდუალურ ტიტულებს თუ მოვიგებ კარგია, თუ ვერა, მათ გარეშეც კარგად ვიქნები"

ბარსელონას ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მისი ოცნება კატალონიურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. "ჩემი მიზანი ბარსელონასთან ერთად მეტი ტიტულის მოგებაა. თითოეული ჩვენგანისთვის ჩემპიონთა ლიგა უდიდესი გამოწვევაა, ამ თასის აღმართვაზე კვლავ ვოცნებობ. თუ აქ გავიმარჯვებთ, თავისთავად, ინდივიდუალური ჯილდოებიც გვერგება, თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ პირადი პრიზები არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი. The Best, ოქროს ბურთი და ოქროს ბუცი ჩემთვის არ წარმოადგენს გამოწვევას. თუ ამ პრიზებს მოვიპოვებ, არ იქნება ურიგო, თუმცა მათ გარეშეც თავს კარგად ვგრძნობ"

 

შეგახსენებთ, რომ მესის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის 4 ტიტულია. ბოლოს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის თასის აღმართვა მან 2014/15 წლების სეზონში შეძლო.