პორნო ვარსკვლავი ოქტაგონზე - წარუმატებელი დებიუტი (ვიდეო)

რებეკა დანებებას არ აპირებს...

პორნო ვარსკვლავმა რებეკა ბრიგმანმა ძალების მოსინჯვა MMA-ში, Bellator 231-ის ღონისძიებაზე გადაწყვიტა. 

 

დიდი ენერგიის ჩადების მიუხედავად, მისი პროფესიული დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა.  ელიზა რიდთან რებეკა ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

 

25 წლის ბრიგმანმა, ბევრი ადამიანისთვის ცნობილმა როგორც ორიონ სტარი, სახელი პორნოგრაფიულ ფილმში მონაწილეობით გაითქვა.

 

ორთაბრძოლამდე რებეკამ ინსტაგრამზე დაწერა: „ამ საღამოს თავგანწირვით ვიბრძოლებ. შეხვედრას მოუთმენლად ველი, რადგან ამისთვის დიდი ხანია ვემზადები. ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ავისრულე და ცხოვრებაში წინ მივდივარ. ვფიქრობ, ვერაფერი შემაჩერებს.“


წარუმატებელი დებიუტის შემდეგ კი გულშემატკივრებს ისევ მიმართა: ,,ბრძოლა წავაგე, მაგრამ ომი წინ არის.  ჩემთვის ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო.  გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, რომ დავბრუნდები და უფრო დიდ გამოწვევებსაც გავუმკლავდები"