25 მატჩიანი დისკვალიფიკაცია - ჩავარდნილი დოპინგ ტესტი

ჩაგდებული დოპინგ-ტესტი...

საკალათბურთო კლუბ ატლანტას ფორვარდმა, ჯონ კოლინზმა დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა და 25-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

 

„თანაგუნდელებს, ორგანიზაციას, გულშემატკივრებსა და საზოგადოებას მსურს ბოდიში მოვუხადო. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან გუნდი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე. სამწუხაროდ, რაღაც ისეთი მივიღე, რაც აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა. ამ სასჯელს აუცილებლად გავასაჩივრებ, რათა მალე დავბრუნდე და გუნდს უახლოეს შეხვედრებში დავეხმარო“, - განაცხადა კოლინზმა ESPN-თან საუბრისას.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რომელიც დოპინგს უკავშირდება. აქამდე დისკვალიფიკაცია დაიმსახურეს ფინიქსის ცენტრმა, დეანდრე ეიტონმა და ბრუკლინის ფორვარდმა, უილსონ ჩენდლერმა.