შერმადინი ჩემპიონთა ლიგაში დაუმარცხებელია! - ოთხიდან ოთხი

გიორგი შერმადინის კიდევ ერთი კარგი მატჩი

გიორგი შერმადინის ტენერიფე საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობას წარმატებულად აგრძელებს. ამჯერად, ჩვენებურის გუნდი უშუალო კონკურენტს (ორივეს 3-3 მოგება) ნიმბურკს ეწვია და 78:68 მოუგო. აღსანიშნავია, რომ ამ მარცხით ნიმბურკისთვის 37 მატჩიანი მოგებათა სერია დამთავრდა, ტენერიფემ კი გასვლით შეხვედრებში მიყოლებით მე-15 მოიგო. 

 

კონატესთან ერთად შერმადინმა გუნდს ულიდერა, 22 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა (12-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო) მოაგროვა. 

 

13 ნოემბერს ტენერიფე თურქულ გაზიანთეფს უმასპინძლებს.