სინერი - ახალი სამპრასი!

ეს მხოლოდ დასაწყისია. სინერი პიტ სამპრასივით თამაშობს. 

ATP-ს პატარების მსოფლიოს ჩეპიონატზე საჩოგბურთო სამყარომ უკეთ გაიცნო იანიკ სინერი.

18 წლის იტალიელი, რომელიც ბევრს მოიგებს. თუ ჯანმრთელობა არ გააჩერებს. იტალიამ ჯეკპოტი მოხსნა.

სინერს ჯერ თითქმის არაფერი არ მოუგია და უკვე ბასრი, დაუნდობელია.

მკვლელი ჩაწოდება. ლაზერული დარტყმა მარჯვნიდან. ბრტყელი და ოდნავ დასამუშავებელი დარტყა მარცხნიდან. კარგი, დროული გასვლები ბადესთან.

ეს მისტერ სინერია.

მაგარი რთულია თანამედროვე ჩოგბურთში ახალი ტალღის შემოტანა და სინერმა ამ სეზონში ეს გააკეთა.

მილანის პოდიუმზე იტალიელმა ყველაზე სექსუალურად, გამომწვევად გაიარა და იტალიამ კიდევ ერთი კალაშნიკოვი მიიღო. ის, რომელიც შეიძლება, ანდრეა ბერეტინიზე უკეთესი გახდეს.

B ჯგუფში იანიკმა მეორედ განთესილი ფრენსის ტიაფო ოთხ სეტში დალეწა.

იტალიელმა სეზონი 551-ე ადგილზე დაიწყო და დღეს, პირველ ასეულში ყველაზე ახალგაზრდაა.

ეს მხოლოდ დასაწყისია. სინერი პიტ სამპრასივით თამაშობს. სინერი არ ელოდება ბურთს. ის მიდის ბურთზე.

ჩემი და ალბათ, ბევრის ახალი ფავორიტი.