გოგას რეკორდები

ბისმაკ ბიომბო ატერორებდა სამწამიანს. 

11 მოხსნა - ახალი პირადი რეკორდი!

4 პასი - ახალი პირადი რეკორდი!

32 წუთი - ახალი პირადი რეკორდი!

4 დაფარება - პირადი რეკორდის გამეორება.

შარლოტთან წაგებულ ჩეხვაში გოგა ბითაძემ 6 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 4 დაფარება აიღო. გოგამ ამჯერადაც ბევრი ფოლი (6) მიიღო, მაგრამ პროცესი წარმატებით მიდის და ბითაძე მხოლოდ უკეთესი გახდება.

უბრალოდ, ინდიანას მაგრად აკლია დალეწილი ლიდერები. გუნდი თამაშობს, ნეით მაკმილანი ინსპირაციულად აკეთებს საქმეს, მაგრამ როდესაც საჭიროა, ინდიანას აკლია სიღრმე და დაღლილი ლიდერები ვერ ქაჩავენ.

შარლოტთან გუნდმა ბოლო წამებზე გადაარჩინა თამაში (მალკოლმ ბროგდონმა ჩააგდო), მაგრამ დამატებით დროში ინდიანა იდგა.

და იმ, მეორე გუნდის სათადარიგო ცენტრი, ბისმაკ ბიომბო ატერორებდა სამწამიანს.

ინდიანა მეოთხე მეოთხედის წინ კარგი ჰანდიკაპით იგებდა და ვერ გაძლო, შარლოტმა მეოთხეში 35:21 დასვა.

დამატებით დროში პეისერზმა მოწინააღმდეგეს საკუთარ ფარზე 3 მოხსნა მისცა. ბევრია. შარლოტმა ამ კომპონენტში 10:7 დასვა. დამატებითში სამივე მოხსნა ბიომბომ აკრიფა. მონსტრი.

პირველ მეოთხედში ინდიანამ 5 სამიანი გამოიყენა. დარჩენილ დროში - მხოლოდ 7. რეგრესი.

მეორე ფაზაში ინდიანამ 7 ქულა აკრიფა. შარლოტმა - 17. დიდი უპირატესობა. და, პეისერზი შარლოტში ბოლო 7 ვიზიტიდან მეექვსედ აგებს.

ინდიანამ შარლოტს ძმები, აარონ და ჯასტინ ჰოლიდეი ესროლა. შარლოტმა - კალებ და კოუდი მარტინები დაგეშა. კარგი საანხავი იყო.

გოგამ 7 სროლიდან 3 გამოიყენა და გოგა მაგრად უმატებს. ფოლებს რომ მოაგვარებს, დაიწყება!

 

დღის მატჩი

შარლოტი - ინდიანა 122:120 (20:35, 37:29, 21:28, 35:21, 9:7).

შარლოტი: გრემი (35, 6 პასი), როზიე (22), ბრიჯესი (18), ვაშინგტონი (16), ბიომბო (15), კ.მარტინი (11 მოხსნა).

ინდიანა: უორენი  (33), ბროგდონი (31, 8 პასი, 5 მოხსნა), ლემბი (18).