პსჟ მბაპეს ვერ ელევა

მბაპე = ნეიმარი ?

პსჟ-ს მბაპესთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. La Parisen-ის ინფორმაციით, ლიგა 1-ის ჩემპიონები ახალ ხელშეკრულებაზე უკვე მუშაობენ და იმ შემთხვევაში თუ მბაპე ფრანგთა წინადადებას დათანხმდება, მას ისეთივე ანაზღაურება ექნება, როგორიც ნეიმარს.

 

არახალია, რომ მსოფლიო ჩემპიონით დიდი ხანია, რაც რეალია დაინტერესებული და ბლანკოსი მბაპეს სანაცვლოდ სოლიდური თანხის გადახდას აპირებს. მეტიც, რეალში გადასვლა თავად კილიანსაც სურს.

 

20 წლის ვარსკვლავი პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში მონაკოდან გადავიდა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ამ სეზონში მბაპემ 10 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.