მარლომ 800 მატჩი გადააბა

როდის დაისვენებს მარლო?

სან-ხოსეს ჰოკეისტმა პატრიკ მარლომ NHL-ში ზედიზედ 800 მატჩი ითამაშა. ტრავმას ან სხვა რაიმე მიზეზს მისთვის ხელი არ შეუშლია მატჩების კოლოსალურ რაოდენობაში გაუცდენლად მიეღო მონაწილეობა.

 

ზედიზედ ჩატარებული თამაშების რაოდენობით, რეკორდი დუგუ ჯარვისს  ეკუთვნის /964/.  მარლო 2017 წლამდე მთელი კარიერის მანძილზე სან-ხოსეში გამოდიოდა. 40 წლის კანადელმა წინა სეზონი ტორონტოში გაატარა-37 /16+21/ ქულა, 82 შეხვედრაში.