პერესმა ფორვარდი მოინიშნა

მადრიდელები ფეხბურთელის გადაბირებას პრემიერლიგიდან აპირებენ

მადრიდის რეალი თავდასხმის გაძლიერებას აპირებს. Marca-ს ინფორმაციით, ბლანკოსის ახალი სამიზნე პიერ-ემერიკ ობამეიანგია. ცნობილია, რომ ესპანელები არსენალის ფორვარდის გადაბირებას ზაფხულში შეეცდებიან. აღსანიშნავია, რომ გაბონელის შეძენა პირადად ფლორენტინო პერესს სურს. აქვე გეტყვით, რომ ლონდონელები 30 წლის ფორვარდს 80 მილიონ გირვანქად აფასებენ.

 

ობამეიანგი არსენალში 2018 წლის იანვარში დორტმუნდიდან გადავიდა. იგი უმალ გუნდის ლიდერად იქცა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის წინა გათამაშებაში ობამეიანგი 22 გოლით სალაჰთან და მანესთან ერთად თანაბომბარდირი გახდა.

 

რაც შეეხება რეალს, ესპანურ გრანდს სერიოზული სატრანსფერო გეგმები აქვს. ზიდანის გუნდს ობამეიანგის გარდა მბაპეს, სტერლინგის და სანჩოს დამატება სურს. ამ მომენტისთვის რეალს ლა ლიგაში 22 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.