არაჩვეულებრივი გამართლება

რა უთხრა პეპ გვარდიოლამ გუნდს და შვილებს

მანსიტის მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას მისი გუნდის კონკურენტი ლივერპულის შესახებ ჰკითხეს, რის საპასუხოდაც მან შვილების კითხვა გაიხსენა და თქვა:

- როცა ლივერპული ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით იგებს, ჩემი ვაჟი და ქალიშვილი მეუბნებიან, რომ ისინი იღბლიანები არიან. თავად კი ვპასუხობ, რომ ასე არ არის. მიმდინარე და წინა სეზონის მატჩების ბოლო წუთებზე მათი ხშირი გოლები, ბრძოლისუნარიანობის ნათელი გამოვლინებაა. აი, ამიტომაც ვუთხარი ჩემს გუნდს და შვილებს, რომ ეს არაჩვეულებრივი გამართლებაა, ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის მოაქვს სასურველი შედეგი.

შეგასენებთ, რომ 11 ტურის შემდეგ პრემიერლიგას ლივერპული 31 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან მანსიტის კი ექვსი ქულით ნაკლები აქვს.