ფეხებს დაგამტვრევთ, ცოლს მოგიკლავთ...

პრობლემები ჯაკას გამო

არსენალის შვეიცარიელი ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კრისტალ პალასთან პრემიერლიგის 27 ოქტომბრის მატჩში, მან მინდვიდან გასვლისას მაისური გაიხადა და მაყურებელს შეაგინა.

მეთოფეთა მწვრთნელმა უნაი ემერიმ, მას ბოდიშის მოხდა სთხოვა, მაგრამ ჯაკამ იუარა, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. შედეგად, მას კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს და პიერ-ემერიკ ობამეიანგს გადასცეს.

ამ ამბავს წინ ჯაკას გულწრფელი წერილი უძღვოდა, სადაც შვეიცარიელი წერდა, რომ გაუსაძლის მდგომარეობაში იყო, სოციალურ ქსელებში მის მიმართ ნამდვილი ომი დაიწყო. 

 

„ფეხებს დაგამტვრევთ,“ „შენს ცოლს მოვკლავთ,“ „შენს ქალიშვილს ვუსურვებთ კიბო დაემართოს...“ აი, ასეთ გზავნილებს იღებდა ყოველდღე ჯაკა.

ცხადი გახდა, რომ ხელმძღვანელობის ჩარევის გარეშე, არაფერი გამოვიდოდა. 

ემერი ცდილობს ფსიქოლოგიურად დაეხმაროს ფეხბურთელს: „კაპიტნობის სხვა კანდიდატებს: ობამეაინგს, ეკტორ ბელერინს, ალეკსადრ ლაკაზეტის და მესუთ იოზილსაც ვუთხარი, გვერდში დადგომოდნენ, არსენალს დრო სჭირდება, რომ ჯაკა ისევ თავისად დაიგულოს. მისი ხილვა მართლაც სულისშემძვრელია, განმარტოვებით ვარჯიშობს. არავის ეკონტაქტება. ვიმედოვნებ, სიმშვიდე და ყივედღიური ვარჯიშები მას ჩვეულ ფორმაში ჩააყენებს. ჩემთვის ეს საკითხი დახურულია. დღეს ის არსენალის ფეხბურთელია, ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს როგორ განვითარდება სიტუაცია,“ - ამბობს ემერი.

ჯაკა არ იყო გუნდთან ერთად, რომელიც პორტუგალიაში გაემგზავრა გიმარაეშთან ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩის ჩასატარებლად. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ თავის F ჯგუფში მეთოფეები სამი ტურის შემდეგ, მაქსიმალური 9 ქულით ლიდერობენ.

 

ემერი ჯაკას შესახებ ჯერ კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევა. ის ამბობს, რომ „კლუბმა გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მომხდარის თაობაზე.“

ჯაკას მოუწევს ტელევიზიით უცქიროს ბელერინის თამაშს, რომელიც დიდი ალბათობით, კაპიტნის სამკლავურს მოირგებს. ბელერინმა წინა დღეებში თავის  ტვიტერში დაწერა: „მართალია, ჯაკამ შეცდმა დაუშვა, მაგრამ ერთად უნდა ვიყოთ. ასეთი რაღცეები ხდება, მაგრამ ახლა ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ მას. ჩვენ პატივს ვცემთ გუნდის მოთამაშეების, მწვრთნელებისა და ხელმძღვანელების აზრს. მათ შორის ჯაკასაც. ახლა ვალდებული ვართ მას სიყვარული დავანახვოთ. ის ერთ-ერთი ჩვენთაგანია. ერთად ყველაფერს დავძლევთ.“

სხვათა შორის, არც ობამეიანგი და დავიდ სილვა გაემგზავრნენ პორტუგალიაში. ნიკოლა პეპემ  შესაძლოა, გიმარაეშთან მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს.

შაბათს კი ლესტერთან პემიერლიგის მატჩია. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა მანამდე რეაბილიტაციას ჯაკა. კაცი, რომელსაც ლონდონში ძალიან დასწყვიტეს გული. ის შეიძლება ერთგვარი პროვოკაციის მსხვერპლიც იყოს.

ქომაგი კი ბევრი გამოუჩნდა.