დაუშვილის გოლი კვიპროსში გამოარჩიეს (ვიდეო)

ქართველი საყრდენის სუპერგოლი უყურადღებოდ არ დარჩენილა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში ქართველების ანორთოსისი დოხას ესტუმრა და 6:0 გაანადგურა. ერთ-ერთი გოლი ბუბა დაუშვილის ანგარიშზეა. ქართველი საყრდენი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო და 20 წუთში შესანიშნავი ბურთი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი კვიპროსის ჩემპიონატში ტურის საუკეთესოდ დაასახელეს.

 

 

ქეცბაიას გუნდს, რომლის ღირსებასაც 4 ქართველი ფეხბურთელი იცავს, მშვენიერი დრო უდგას. ანორთოსისს 17 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია. მომდევნო მატჩში ფამაგუსტელები ნეა სალამისს ესტუმრებიან.