კასტელანი სტადიონზე 10 წელი ვერ შევა - სასჯელი ვერონას ულტრასს

"ბალოტელი იტალიელი მხოლოდ იმიტომ არის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეა“

ვერონა-ბრეშას შეხვედრაში, მარიო ბალოტელი რასისტი ფანების სამიზნე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. ამ ინციდენტის გამო, სექტორი, სადაც ულტრასები ისხდნენ შემდეგ თამაშისთვის დაიხურება.  ხოლო თავად კლუბმა, რასისტული შეხედულებების გამო ნაციონალისტი და მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფის „ფორცა ნუოვას“ ლიდერი ლუკა კასტელინი დასაჯა.

 

საფეხბურთო კლუბ ვერონას განცხადებაში წერია, რომ ლუკა კასტელინისადმი სადამსჯელო ღონისძიება გატარებულ იქნა ქცევის კოდექსის მეექვსე და მეშვიდე მუხლებიდან გამომდინარე. თავად მომხდარი კი კლუბის ღირებულებებსა და ეთიკურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ლუკა კასტელინისადმი ვერონას სასჯელი ძალაში 2030 წლის 30 ივნისამდე იქნება, ის სტადიონზე 10 წლის განმავლობაში ვერ შევა.

 

 კასტელინიმ ამ ინციდენტიდან მალე, რადიოს „კაფესთან“ ინტერვიუში განაცხადა: “ბალოტელი იტალიელი მხოლოდ იმიტომ არის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეა“