ვენგერი ბაიერნში დანიშვნის მთავარი ფავორიტია - როგორი იქნება თერთმეტეული?

ვარაუდობენ, რომ ბაიერნი ამ სამ ფეხბურთელს იყიდის

აინტრახტი ახლა ისეთივე მრისხანე გუნდი აღარ არის, როგორიც წინა სეზონში იყო. მიზეზი ბანალურია - ფეხბურთელების გაყიდვა, ჰალერისა და იოვიჩის დაკარგვა ხომ, ფრანქფურტელებისთვის კი არა, ბაიერნისთვისაც სერიოზული პრობლემა იქნებოდა. მიუხედავად მძიმე ვითარებისა, აინტრახტმა საკუთარ კედლებში რეკორდმაისტერი 5:1 გაანადგურა.

 

მიუნხენელებისთვის ამ სეზონში ეს პირველი წარუმატებლობა არ იყო, თუმცა 5 ბურთიანი განადგურება საკმარისი საფუძველი გახდა იმისა, რომ ნიკო კოვაჩი გაეთავისუფლებინათ.

 

პრესაში მაშინვე გავრცელდა ოთხი მთავარი კანდიდატის სახელი, რომლებსაც ბაიერნის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოიაზრებდა: ტენ ჰაგი, ტუხელი, რალფ რანგნიკი და არსენ ვენგერი. ჩამოთვლილთაგან პირველმა სამმა, სხვადასხვა მიზეზების გამო, შეთავაზებაზე უარი განაცხადა, ვენგერმა კი პირიქით - როცა კი დამირეკავენ სიამოვნებით დაველაპარაკებიო. ევროპული პრესის ინფორმაციით, სწორედ ფრანგი სპეციალისტი იქნება ის ადამიანი, ვინც ბაიერნს ჩაიბარებს.

 

ბრიტანული The Sun უფრო შორსაც წავიდა და ის პოტენციური თერთმეტეული დაასახელა,  რომელიც მიუნხენში ვენგერის განკარგულებაში იქნება