"მიმების კლუბში მოგესალმები, მეგობარო", - ბაჩუაი კეპას კურიოზულ გოლს გამოეხმაურა

"ასეთი სულელი როგორ ვარ, მეგობარო?"

ჩელსის მეკარის, კეპა არისაბალაგას კურიოზულმა გოლმა მსოფლიო მალე მოიარა. ჰაკიმ ზიეჩის დარტყმული ბურთი ჯერ მეკარისგან მარჯვენა კარის ძელს მოხვდა, შემდეგ სახეში ესპანელს და კარში ასე შევარდა.

 

 

მიმების კლუბში მოგესალმები, მეგობარო“ - ინსტაგრამზე მალევე დაპოსტა ჩელსის ფორვარდმა მიჩი ბაჩუაიმ. ბელგიელ ფორვარდს ასეთი კურიოზი მსოფლიოს ჩემპიონატზე შეემთხვა, როდესაც გოლის აღნიშვნისას ბურთის დარტყმა გადაწყვიტა, შემთხვევით ძელს გაარტყა, ასხლეტილი ბურთი კი პირდაპირ სახეში მოხვდა.

 

 

„ჰა ჰა, მსგავსი გოლების აღნიშვნის მრავალი ხერხი ვიცი... ასეთი სულელი რატომ ვარ, მეგობარო? „ფორტნაიტის“ მსგავსად აღნიშვნა (გატანილ გოლებს გრიზმანი ასეთ სტილში ზეიმობს) გაზვიადებულია, რამე ახალის მოფიქრება მომიწევს“, - დაწერა ბაჩუაიმ