12 წლის შემდეგ, უეფას ევროტურნირზე ქართველი არბიტრები იმსაჯებენ

ბოლო შეხვედრა ქართველებმა 2007 წელს იმსაჯეს...

7 ნოემბერს, ევროპა ლიგაში მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შვეიცარიული ლუგანოს და შვედური მალმიოს დაპირისპირება, რომელსაც ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი, ასისტენტები კი ლევან ვარამიშვილი, ზაზა ფიფია და გიორგი ვადაჭკორია იქნებიან. აღსანიშნავია, რომ უეფას ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ქართველი მსაჯები 12 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდებიან. ბოლო შეხვედრა, სადაც ქართველებმა იმსაჯეს 2007 წელს, ნიდერლანდურ ალკმაარსა და ბერძნულ ლარისას შორის უეფას თასის ჯგუფური ეტაპზე გაიმართა, სადაც მატჩი ლევან ფანიაშვილმა განსაჯა.

 

ქართველი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი, ფიფას კლასიფიკაციაში 2019 წელს დაწინაურდა. ის მეორე კატეგორიის არბიტრია. რაც შეეხება გიორგი ყრუაშვილს, ფანიაშვილის შემდეგ, იგი მეორე არბიტრია, რომელმაც ფიფას კლასიფიკაციაში ამ დონეს მიაღწია.