ბასილაშვილმა ოპერაცია გაიკეთა - დაბრუნების თარიღი ცნობილია!

ბასილაშვილი მარჯვენა ხელზე ოპერაციას იკეთებს

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში, ოპერაცია მარჯვენა ხელზე გაიკეთა. ქართველ ჩოგბურთელს პრობლემა წონაში დაკლების გამო შეექმნა, მხრიდან იდაყვამდე ნერვი ამოუვარდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

 

ეს ოპერაცია სირთულით არ გამოირჩევა და რეაბილიტაციის პერიოდი 20 დღიდან 1 თვემდე შეადგენს, რის შემდეგაც ქართველი ჩოგბურთელი ვარჯიშს დაუბრუნდება. 1 კვირის განმავლობაში, ის სარეაბილიტაციო პერიოდს ჰამბურგში გაივლის. 

 

 

ბასილაშვილი 2020 წელს, ATP CUP-ზე, რომელსაც იანვარში ავსტრალიის სამი ქალაქი: ბრისბენი, პერთი და სიდნეი უმასპინძლებს, თამაშს აუცილებლად შეძლებს.

 

ამ ტურნირში მონაწილეობას 24 მოწინავე ქვეყანა მიიღებს, საიდანაც 19 უკვე ცნობილია, ჩვენი ნაკრები კი რიგით მეთოთხმეტეა.

 

მონაწილეთა სიაში ბასილაშვილთან ერთად ალექსანდრე მეტრეველი წერია.

 

ნიკამ ინსტაგრამის "სთორიში" ოპერაციის წინ პოსტიც გამოაქვეყნა

 

„მარჯვენა იდაყვზე პირველი ოპერაცია უნდა გავიკეთო. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ტკივილის გარეშე ვითამაშებ“