კლოპი ასტონ ვილას ყატარში ეპატიჟება

ლივერპულს 24 საათის განმავლობაში ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევს

17 დეკემბერს ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში ლივერპული ასტონ ვილას უნდა დაუპირისპირდეს, ხოლო ერთი დღის შემდეგ, 18 დეკემბერს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში უნდა ითამაშოს. ტურნირი ყატარში გაიმართება. 24 საათის განმავლობაში კლოპის ბიჭებს ორი მატჩის ჩატარება მოუწევთ.

 

იურგენ კლოპმა ჟურნალისტებს აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მხიარული გზა გააცნო.

 

"ასტონ ვილას ყატარში წამოსვლა ვთხოვეთ და იქ შევთავაზეთ ლიგის თასის შეხვედრის  ჩატარება. სიმართლე რომ გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, საბოლოოდ როგორ მოვიქცევით. ზოგადი გეგმები გვაქვს, თუმცა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. ამ მომენტში გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს – ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ მომდევნო შეხვედრებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ყატარში ნამდვილ ლივერპულს იხილავთ", - თქვა კლოპმა.