ჯანინა მარადონა: მამაჩემს შიგნიდან რაღაც კლავს! დიეგო: არ ვკვდები!

მარადონამ ჭორების შესახებ კომენტარი გააკეთა

ჯანინა მარადონამ, დიეგო მარადონას 30 წლის ქალიშვილმა, რომელიც სერხიო აგუეროს მეუღლეც იყო, ინფორმაცია გაავრცელა, რომ მამამისს რაღაც აწუხებდა და „შიგნიდან კლავდა“. ამ ინფორმაციამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, რის გამოც დიეგომ ვიდეომიმართვა ჩაწერა და კატეგორიულად უარყო თითქოს მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თანაც ყველას აგრძნობინა, რომ მემკვიდრეობის დატოვებას კონკრეტულად არავისთვის აპირებს...

 

„მინდა გითხრათ, რომ სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ, საფეხბურთო კლუბ ხიმნასიაში ვმუშაობ და მშვიდად მძინავს.

 

ვერ გეტყვით ჯანინა ამ სიტყვებით რას გულისხმობდა. ერთი რამ ცხადია, ადამიანები იმაზე მეტს ფიქრობენ რას დატოვებ და არა - ახლა რას აკეთებ.

 

მინდა ყველას ვუთხრა, რომ ქონების დატოვებას კონკრეტულად არავისთვის ვაპირებ - მინდა ის ქველმოქმედებას შევწირო“ - თქვა ლეგენდარულმა არგენტინელმა.