ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალისტი ცნობილია

მიუნხენის ბაიერნმა და ტურინის იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური გაინაღდეს

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შემდეგ ტურინის იუვენტუსმა და მიუნხენის ბაიერნმა მერვედფინალის საგზურები მოიპოვეს.

 

იუვენტუსმა გასვლაზე მოსკოვის ლოკომოტივი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. იტალიელებმა 10 ქულა მოაგროვეს, რაც საკმარისია პლეიოფში მოსახვედრად.

 

ბაიერნმა ოლიმპიაკოსს ანგარიშით 2:0 სძლია. მე-4 ტურის შემდეგ მიუნხენელთა აქტივში 12 ქულაა, რითაც პლეიოფის საგზური ნაადრევად გაინაღდეს.